გუთურის საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტის -„ჩემი მომავალი პროფესია“ ფარგლებში მეწარმეს შეხვდნენ
24-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები პროექტზე - „ჩემი მომავალი პროფესია“ მუშაობენ. 

სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებს, პროექტის ფარგლებში გაფართოებული შეხვედრა ჰქონდათ მეწარმე დაკა ბერძენიშვილთან.

მოსწავლეებისთვის დაკა ბერძენიშვილი საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა. როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მისი ამომწურავი მიზანმიმართული პასუხები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის გზებს ნათლად დაანახვებს.

საინტერესო პროექტის ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203