წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თემატური აქტივობა ჩაუტარდათ
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.
გამონაკლისი არც გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული იყო. ამ დღესთან დაკავშირებით, პირველკლასელებს ჩაუტარდათ თემატური აქტივობა თემაზე - „გიორგობის თვეში, გულს გაუდის რეჩხი, გინდა იყავ იმერეთში, გინდა სამოთხეში", .
სკოლის 64 პირველკლასელს ხომულის ამაღლების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა გიორგი ჩიხლაძემ საჯანმრთელო პარაკლისი ჩაუტარა, ხოლო სკოლის დირექციამ თითოეულ პირველკლასელს სამახსოვრო ბარათები გადასცა.
მათი დამრიგებლები იამზე წულუკიძე, მარინა ქარქაშაძე და ნარგიზა შავგულიძე არიან.
იხილეთ ფოტოები: