მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მე-2 კლასის მოსწავლეებმა მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია წარადგინეს
წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-2 კლასში ღონისძიება ჩატარდა, ის წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. მათ მუსიკალურ-დრამატული კომპოზიცია წარმოადგინეს.
მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. ბოლოს, პატარებმა ჩურჩხელები დაამზადეს.
ღონისძიება დაწყებითი კლასების მასწავლებელმა ბელა ჟორჟოლიანმა მოამზადა, კლასის დამრიგებელი ნანა ჟორჟოლიანია.
„მშობელთა ჩართულობით, საშემოდგომო ფერებში მოირთო საკლასო ოთახი. შემოდგომისადმი სიყვარული ისმოდა თვალხატულა გოგო-ბიჭების მიერ შესრულებულ ლექსებსა და სიმღერებში“,- აღნიშნავენ სკოლაში.