
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარება-წახალისებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ.
ამჯერად, ოშორის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა, კლასის ხელმძღვანელის (ბუნების პედაგოგი) ნინო ზაქარაძის, ქართული ენის პედაგოგის ასმათ თავართქილაძის და მუსიკის პედაგოგის ნინო მურმანიშვილის ხელმძღვანელობით, მოაწყვეს ღონისძიება - „ბარაქიანი შემოდგომა“ .
მოსწავლეებმა, მუსიკალური ნომრები შეასრულეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს, ჩურჩხელები ამოავლეს და წარმოადგინეს, რაოდენ მრავალფეროვანია შემოდგომა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: