თელავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიულ კოლეჯს ესტუმრნენ
23-11-2022

თელავის N5 საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები საზოგადოებრივ კოლეჯ „პრესტიჟს“  ესტუმრნენ.

სკოლა კოლეჯთან აქტიურად თანამშრომლობს, რაც მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარებას და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს.

საჯარო სკოლებში პროფესიული უნარების განვითარების მიზნით, პროფესიული კოლეჯი -„პრესტიჟი“ თელავის საჯარო სკოლებთან ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების“ ქვეპროგრამას წარმატებით ახორციელებს. 

სკოლაში კოლეჯის ხელმძღვანელობას საინტერესო და შემეცნებითი დღისთვის მადლობას უხდიან.

„მადლობა კოლეჯის ხელმძღვანელობას, ქალბატონ ნატოს, მნიშვნელოვანი, საინტერესო და ნაყოფიერი დღისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.

მასწავლებლები: ია ჩაველაშვილი და ელიკო სიდონაშვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203