ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგები კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ - დირექცია მარეხ ლუტიძესა და ლეილა ტარიელაძეს წინსვლას ულოცავს
23-11-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტერტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და კარიერულ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - მარეხ ლუტიძემ და ინგლისური ენის წამყვანმა მასწავლებელმა - ლეილა ტარიელაძემ წარმატებით ჩააბარეს სპეციალური მასწავლებლის გამოცდა.
სკოლაში 15 სერთიფიცირებული მასწავლებელია დასაქმებული.
სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლა წარმატებებს უსურვებს მათ.