წყალტუბოს N1 სკოლის სკვერში II კლასის მოსწავლეებს თემაზე - „მცენარეები“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაუტარდათ
23-11-2022

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობს. ამის მაგალითია მეორეკლასელთა ბუნების შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი. 

გაკვეთილი თემაზე - „მცენარეები“, რომელიც II კლასის პედაგოგმა და მოსწავლეებმა სკოლის სკვერში ჩაატარეს, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა.

ბავშვებმა ისაუბრეს მცენარეთა ნაირსახეობაზე, მცენარის ნაწილებზე, მათ მნიშვნელობაზე. კიდევ ერთხელ დააკვირდნენ შემოდგომის ბუნებას. ბოლოს სურვილი გამოთქვეს, რომ ხშირად ჩაუტარდეთ მსგავსი გაკვეთილები. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203