ფოთის N7 სკოლაში, პროფესიულ კოლეჯთან თანამშრომლობით, პროექტი - „ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა“ წარმატებით ხორციელდება
23-11-2022

გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროფესიული განვითარების კურსს გადიან. 

სკოლაში უკვე რამდენიმე წელია ხორციელდება პროექტი - „ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა“.

კოლეჯიდან მოწვეული დიზაინერები, სკოლის პედაგოგთან ერთად, საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ასწავლიან სპეციალური და თანამედროვე ტანსაცმლის შექმნას, თარგების გამოჭრას, ზომების აღების ტექნიკას, სხვადასხვა სტილის ტანსაცმლის კერვას.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან მოსწავლეები დიდი ხალისითა და ინტერესით მოეკიდნენ საქმეს, მათ ძალიან კარგად გამოსდით და ითვისებენ პედაგოგის მიერ ნასწავლს, თავადაც კერავენ და აღფრთოვანებას ვერ მალავენ, როდესაც გადიან შედეგზე. პროექტის ბოლოს იგეგმება დეფილე, სადაც მოსწავლეები თანაკლასელებს მოარგებენ საკუთარი დიზაინით შექმნილ მოდელებს.

„როგორც ვიცით პროფესიული განათლების პოპულარიზაცია რეფორმის ნაწილია, მოსწავლეებში ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის  N7 საჯარო სკოლაში პროფესიული კოლეჯი „ფაზისის“ ხელშეწყობითა და  მხარდაჭერით, მოსწავლეებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე წელია ხორციელდება პროექტი - „ტანსაცმლის დიზაინი და კერვის ტექნიკა“.

პროექტი წარმატებული და საინტერესოა, რისთვისაც სკოლის დირექცია მადლიერებას გამოხატავს კოლეჯი „ფაზისის“ დირექტორის ქალბატონ ნინო ბაკურაძისა და მისი გუნდის მიმართ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203