წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ორი საგნის ინტეგრირებულ გაკვეთილზე იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს
23-11-2022
წალკის N2 საჯარო საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მომავალ თაობას ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ დირექცია და პედაგოგები მათ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. ამის მაგალითია, ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მე-10 კლასის მოსწავლეებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მოქალაქეობაში ჩაუტარდათ. 

გაკვეთილზე წარიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი.

მოსწავლეებმა პროცესზე იმსჯელეს პრობლემურ საკითხზე. მოსწავლეებმა წარმატებით მოირგეს მოსამართლის, პროკურორის, ადვოკატის და ნაფიცი მსაჯულის როლები.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203