„მეურნეობის დარგები სამცხე- ჯავახეთში“ - ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი
23-11-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა მოსწავლეებს მეტად მრავალფეროვან და საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს, ამის მაგალითია მეექვსეკლასეთა შთამბეჭდავი გაკვეთილი. 

გაკვეთილი მოსწავლეებს საგანში - „ჩვენი საქართველო“ თემაზე - „მეურნეობის დარგები სამცხე- ჯავახეთში“ ჩაუტარდათ. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ბელა კოჭლამაზაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს სამცხე- ჯავახეთის ტრადიციები და სამეურნეო საქმიანობა, ისაუბრეს გეოგრაფიულ მდებარეობაზე, სამონასტრო კომპლექსზე. ყურადღება გაამახვილეს ჯავახეთში მომზადებულ კერძებზე და თავად წარმოადგინეს ისინი.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203