
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს მეტად საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ, ამის მაგალითია შთამბეჭდავი ღონისძიება, რომელიც მესამეკლასელებმა გამართეს.
მე-3 კლასის მასწავლებელმა - რენა თავართქილაძემ და მოსწავლეებმა ბიბლიოთეკაში ეკოლოგიური თამაში-მოგზაურობა - „პლანეტების აღლუმი“ ჩაატარეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ და ახალი ცოდნა შეიძინეს.
„ღონისძიება ჩატარდა იმისათვის, რომ ბავშვებს გაეფართოებინათ და გაემდიდრებინათ გალაქტიკის შესახებ ცოდნა, ასევე მიზნად ისახავდა მოსწავლეებში ყველა პლანეტის და დედამიწის ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: