
ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა საინტერესო სტუმერს უმასპინძლეს.
Iდ კლასს, საბავშვო მწერალი, თეა ლობჟანიძე, სტუმრობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მწერალმა პატარებს ფანტასტიკური, რეალური და არარეალური სამყარო, ჩვეული თხრობით წარმოადენინა. ბავშვებმა აღმოაჩინეს, რომ მთავარ გმირს, ზაბიზუბის, ბევრ რამეში ჰგავდნენ. პირველკლასელებმა ასევე გაიცნეს ტარანტული დედა ობობა, რომელიც სოროში სარემონტო სამუშაოებით იყო დაკავებული.
ობობის ისტორიის მოსმენით ბავშვები მიხვდნენ, რომ ყველაზე პაწაწინა არსებებსაც კი ძალიან საინტერესო ცხოვრების წესი აქვთ და მათ მიმართ პასუხისმგებლობითა და პატივისცემით განეწყვნენ.
იხილეთ ფოტოები: