მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონის სახლ-მუზეუმის ეზოში პოეზიის საღამო გამართეს
23-11-2022

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, სასწავლო-შემოქმედებითი ექსკურსია მოეწყო. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მაღლაკის N1 სკოლა ყოველთვის სათანადო პატივს მიაგებს დიდ მგოსანს - გალაკტიონ ტაბიძეს. არც წელს ყოფილა გამონაკლისი და მეხუთე კლასის მოსწავლეები (დამრიგებელი მზია ჟორჟოლიანი), პედაგოგებთან ერთად ვანს ესტუმრნენ. 

პირველად მოსწავლეებმა დაათვალიერეს ვანის არქეოლოგიურ - ეთნოგრაფიული მუზეუმი. სკოლაში მადლობას უხდიან გიდს, რომელმაც საინტერესოდ აუხსნა ბავშვებს მუზეუმის ისტორია.

ამის შემდეგ მოსწავლეებმა გალაკტიონის სახლ-მუზეუმის ეზოში ჩაატარეს პოეზიის საღამო, რომლის ორგანიზატორი იყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლენა უგულავა. 

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და იცეკვეს.

„აკი იწინასწარმეტყველა კიდეც „ჩემთვის დღესავით არის ნათელი, რას იტყვის ჩემზე ახალგაზრდობა“. ეს დღეც დასტურ იყო ამ სიტყვებისა. იმ დღეს ლექსი ზეიმობდა დიდი მგოსნის ეზოში. დასასრულს ბავშვებსა და პედაგოგებს გადაეცათ სიგელები. მოსწავლეებმა გულისხმიერად დაათვალიერეს გალაკტიონისა და ტიციანის მუზეუმები. გალაკტიონის სახლი, სადაც მგოსანი იზრდებოდა და ქმნიდა პოეტურ შედევრებს. ეს იყო სასწავლო - შემოქმედებითი ექსკურსია, რომელიც ჩვენს პატარა აღსაზრდელებს არასოდეს დაავიწყდებათ“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203