სამღერეთის საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა ფრენბურთის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზეს
23-11-2022

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექიცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან ღონისძიებებსა და აქტივობებს სთავაზობენ და სხვადასხვა სპორტულ ოლიმპიადებში რთავენ. 

მათ შორის მოსწავლეები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას აქტიურად შუერთდნენ და წარმატებითაც იასპარეზეს. 

5 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2022 ფარგლებში, გოგონებსა და ვაჟებს შორის კალათბურთსა და ფრენბურთში ტურნირი ჩატარდა. 

ფრენბურთში პირველი ადგილი თეთრიწყაროს N1 საჯარო სკოლის გოგონებს ხვდათ წილად, მეორე ადგილი სამღერეთის საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა, ვაჟებს შორის - ერტისის საჯარო სკოლის გუნდი დაწინაურდა, მეორე ადგილი კი სამღერეთის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა აიღო.

სკოლაში გუნდებს წარმატებას ულოცავენ.

„ვულოცავთ გამარჯვებულ გუნდებს და მორიგ წარმატებებს ვუსურვებთ“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203