ჯიხანჯურის საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა შემოდგომა შთამბეჭდავი აქტივობით გააცილეს
23-11-2022

ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის პედაგოგები, დირექტორ მიხეილ ხალვაშის ხელმძღვანელობით, მომავალ თაობას მრავალფეროვან და მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. მოსწავლეები სხვადასხვა საგანმანათლებლო ატივობაში, საზეიმო, გასართობ თუ კულტურულ ღონისძიებაში არიან ჩართულნი.

„ყოველა ბავშვში მზეა, ოღონდაც აცალეთ ანათოს“ - სოკრატეს ეს სიტყვები მოჰყავთ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა მორიგი შთამბეჭდავი აქტივობა შემოდგომას მიუძღვნეს.

ჯიხანჯურის საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის მანანა შაინიძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში ულამაზესი მზე გააკეთეს და ზამთრის მოლოდინით ოქროსფერი შემოდგომაც გააცილეს.

სახალისო აქტივობამ სიხარულით მოიცვა მთელი კლასი. პატარები დარწმუნდნენ, რომ ბუნება თავისი მდიდარი რესურსებით გვაძლევს საშუალებას, სხვა ყველაფერთან ერთად საკუთარი ხელებით შევქმნათ ფერადი, ცხრათვალა მზე და შევამკოთ სიტყვით, ლექსით, თუ სიმღერით...

„თქვენ ეს გამოგივიდათ პატარა მერცხლებო, ძალიან ყოჩაღებო და ჩემო ცელქო ონავრებო..“,- ასე მიმართავს პედაგოგი მოსწავლეებს, რომელთაც ნიჭი და შესაძლებლობები ბრწყინვალედ წარმოაჩინეს.

იხილეთ ფოტოები:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203