„სიცოცხლის სამოსახლო“- იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გურიას ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
23-11-2022

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი. იმისთვის, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ სკოლის დირექცია და პედაგოგები მათ საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ და არაერთ საგანმანათლებლო, ლიტერატურულ თუ შემეცნებით ღონისძიებაში რთავენ. 

ამჯერად, იანეულის საჯარო  სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს ღონისძიება - „სიცოცხლის სამოსახლო...“

მოსწავლეებმა ისაუბრეს გურიის შესახებ, მშობლიურ მხარეს ხოტბა შეასხეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს.

ღონისძიებას სოფიო კალანდაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203