ნაბაკევის საჯარო სკოლაში კლუბის - „პატარა ექიმები“ ორგანიზებით, დიაბეტის შესახებ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა
23-11-2022

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლაში კლუბი „პატარა ექიმები“ წარმატებით მუშაობს. 

კლუბის წევრები საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის ბევრ საინტერესო აქტივობასა და შეხვედრას აწყობენ. 

კლუბის დამაარსებელმა, ბიოლოგიის წამყვანმა პედაგოგმა - მარი ყენიამ, კლუბის სამუშაო გეგმაში გაწერა ისეთი ტიპის აქტივობები, რომლის შედეგად მოსწავლეებს შეაყვარებს საგანს, აუმაღლებს ცნობიერებას და გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რაც მომავალში პრაქტიკაში გამოადგებათ.

ამჯერად, კლუბის დამფუძნებელმა შეხვედრა მიუძღვნა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებას დიაბეტს.

პედაგოგთან ერთად მოსწავლეებს დაავადების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა სკოლის ექიმმა მადლენა თევზაძემ და ცნობილმა ენდოკრინოლოგმა - ლაშა უჩავამ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა და უდიდესი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი შინაარსის შეხვედრები მომავალშიც არის ჩანიშნული კლუბის სამუშაო გეგმაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203