ჩალაუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში წარმოადგინეს თუ როგორი მრავალფეროვანია შემოდგომა საქართველოში 
23-11-2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებო გარემოა შექმნილი. სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ, მათი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა -წახალისებას ცდილობენ და ამ მიზნით საგანმანათლებლო, გასართობ, საზეიმო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა ატივობაში რთავენ.

მორიგი შემოქმედებითი აქტივობა სკოლაში მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით გაიმართა. 

მეორე და მესამეკლასელებმა დამრიგებლების - მაია ყოყოჩაშვილის (II კლასი) და ნინო ფრიდონაშვილის (III კლასი) ხელმძღვანელობით, საკლასო ოთახებში წარმოადგინეს წელიწადის ულამაზესი, ხვავითა და ბარაქით სავსე შემოდგომა.

მათ თავიანთ საკლასო ოთახებში გამოფინეს და წარმოადგინეს შემოდგომის ნობათი, ასევე კედლები გააფორმეს საკუთარი თემატური ნამუშევრებით და ოთახებში საშემოდგომო განწყობა შეიქმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203