„ჩვენ, სამშობლოს ისტორიის გაცნობას და სიყვარულს მშობლიური კუთხიდან ვიწყებთ“ - საყუნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პროექტი განახორციელეს
23-11-2022
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყუნეთის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, საგნის  - „მე და საზოგადოება“, მასწავლებლის ლელა გელაშვილის ხელმძღვანელობით, პროექტი - „გაიცანი საქართველო“ განახორციელეს.

პროექტის მიზანი იყო მათი კუთხის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა და მათ მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების გამომუშავება.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები ეწვივნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმს და რაბათის ციხეს.

„ჩვენ, სამშობლოს ისტორიის გაცნობას და სიყვარულს მშობლიური კუთხიდან ვიწყებთ“,- ამბობენ მოსწავლეები. 

„ბავშვები აღფრთოვანებულნი დარჩნენ თავიანთი კუთხის ისტორიის მუზეუმის მონახულებით“,- აღნიშნავს სკოლის საქმისმწარმოებელი, ნატო დვალაშვილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203