„პოეტური სიტყვის ჯადოქარი“ - წყალტუბოს N4 სკოლაში გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს ლიტერატურულ-სალონური საღამო მიეძღვნა
23-11-2022
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის ახალგაზრდული შეხვედრების სივრცეში, გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 131 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ლიტერატურულ-სალონური საღამო - „პოეტური სიტყვის ჯადოქარი".
ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში პოეზიისადმი სიყვარულისა და ინტერესის გაღვივებას, პოეტური სიტყვის ხელოვნების დაუფლებას. პროექტში მონაწილეობდნენ მოსწავლეები: ანასტასია ლობჟანიძე, ნინო ნიჟარაძე, ნინი კირთაძე, ლიზი გურეშიძე, საბა კარკაძე, ნინო ჯიქიძე, ანანო ყურაშვილი. მათ წაიკითხეს გალაკტიონის უკვდავი ლექსები, საინტერესოდ გადმოსცეს გალაკტიონის ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი მოვლენები. ასევე წაიკითხეს ოლია ოკუჯავასადმი მიწერილი მისი წერილები, ნაჩვენები იყო გალაკტიონის ცხოვრების ამსახველი ვიდეო-კადრები, მოისმინეს გალაკტიონის მიერ წაკითხული „მთაწმინდის მთვარე“.
საღამოს კიდევ უფრო მიმზიდველ იერს აძლევდა მარიამ ჯიმშელეიშვილის, ლილე ჩხაბერიძისა და ვიქრორია იოსელიანის მიერ შესრულებული, გალაკტიონის ლექსებზე შექმნილი სიმღერები.
ღონისძიება მოამზადა ქართული ენის წამყვანმა მასწავლებელმა ქეთევან სვანიძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის დირექციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ღონისძიება შეაჯამა სკოლის დირქტორის მ/შ ქალბატონმა მაია ნუცუბიძე-ქობულიამ, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქალბატონ ქეთევანს და მის ნიჭიერ მოსწავლეებს ბრწყინვალე ღონისძიებისთვის; აღნიშნა მსგავსი ღონისძიებების აქტუალურობა და მნიშვნელობა მომავალი თაობების შემოქმედებითად აღზრდის საქმეში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს