ურავის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებზე ღია გაკვეთილი ჩატარდა
23-11-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სწავლის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, სკოლის პედაგოგების ინიციატივით, არაერთი საინტერესო პროექტი ტარდება.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამჯერად დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ღია გაკვეთილი გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
„ისტორიის მასწავლებელმა - ლანა ჯელაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით. გაკვეთილმა საინტერესოდ და სახალისოდ ჩაიარა, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთვნენ. IV კლასის მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი - „გავუფრთხილდეთ ბუნებას“, რომლის პრეზენტაციაც გააკეთეს, შემდეგ კი უფროსკლასელებთან ერთად სკოლის ეზოში დარგეს ნერგები“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს