
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა სათენიკ ლაგზიანმა მოსწავლეებს საინტერესო აქტივობა შესთავაზა.
ის აქტიურ მოქალაქეობას ეხებოდა.
მე-10 კლასის მოსწავლეებმა როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა, კლასში აქცია მოაწყვეს. ღონისძიების მიზანი სწორი ცხოვრების წესის გააზრება, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობისა და პრინციპის უფრო სიღრმისეულად გაცნობიერებაა.
პარალელურად, მოსწავლეებმა მათ მიერ მომზადებული კედლის გაზეთი წარადგინეს და ღონისძიების ფარგლებში, პრეზენტაცია გამართეს.
იხილეთ ფოტოები: