ბებნისის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ბაბილონის დაკიდული ბაღები „გააცოცხლეს“
22-11-2022
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, ხელოვნების გაკვეთილზე მე-4 კლასის მოსწავლეებმა გააცოცხლეს მსოფლიოს ერთ-ერთი საოცრება - ბაბილონის დაკიდული ბაღები.
მოსწავლეებმა პროექტზე დიდი მონდომებით იმუშავეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.