ვაზიანის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი შეჯიბრი ჩატარდა
22-11-2022

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში პროექტის - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში, სპორტის მასწავლებელმა, მათე კაჭიურმა სპორტულ-გასართობი შეჯიბრი - „მხიარული სტარტები“ ჩაატარა. 

ღონისძიებაში მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ. 

მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობებში შეეჯიბრნენ. მათ შორის - ბაგირის გაწევაში, კეგლის წაქცევაში, სირბილსა და ა.შ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ფიზიკური აქტივობა დიდ როლს ასრულებს მოზარდების განვითარებაში. 

„აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის მნიშვნელობის გააზრებას ემსახურება“,- ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203