ოზაანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საგანამანთლებლო აქტივობები გაიმართა
22-11-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობას ხშირად მართავენ. 

ამჯერად, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლექცია-სემინარი მოეწყო. დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნახატები, დანარჩენი კლასის მოსწავლეებმა კი მოამზადეს პრეზენტაციები, გაიმართა დებატები.

მოსწავლეები აქტივობებში დიდი მონდომებით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

პროექტის ხელმძღვანელი სამოქალაქოს მასწავლებელი ხათუნა ხოსიტაშვილი იყო.
 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203