„ვკითხულობთ გალაკტიონს“ - ქუთაისის N38 სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, პოეზიის მეფის სახლ-მუზეუმში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
22-11-2022

ქუთაისის N38 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებისთვის საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

17 ნოემბერს​, IX კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ლალი მილორავას ხელმძღვანელობით, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშში, გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს ესტუმრნენ.

მუზეუმში მათი მონაწილეობით თემაზე - „ვკითხულობთ გალაკტიონს“ პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა. 

მოსწავლეები სახლ-მუზეუმიდან ახალი ინფორმაციით, ცოდნითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203