ტაბახმელის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
22-11-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბახმელის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. 

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს - საშემოდგომო ნობათის გამოფენა, იუმორი, ცეკვა, სიმღერა და თამაში. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. ზეიმში მონაწილეობა მიიღეს მშობლებმაც.
    
„მოსწავლეები ტკბებოდნენ შემოდგომის ხვავითა და ბარაქით. მათთან ერთად იმღერა ფიზკულტურის მასწავლებელმა ვარლამ ხოზრევანიძემ, რაც მეტად შთამბეჭდავი იყო. ერთიანი ძალისხმევით ჩატარებული ეს ღონისძიება კარგა ხანს ემახსოვრებათ მონაწილეებს. ვუსურვებთ მათ მრავალ მშვიდობიან, დოვლათით სავსე შემოდგომას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203