ელიტური სკოლა „გორდას“ დირექტორ ნინო მურვანიძეს etaloni.ge-ს საპატიო დიპლომი მიენიჭა
22-11-2022
ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. აღსანიშნავია, რომ ისინი არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი სკოლის დირექტორის - ნინო მურვანიძის პროფესიონალიზმია. ის თითოეულ თანამშრომელზე ზრუნავს და ხელს უწყობს. ამ ყველაფრის დასტურია, მათ შორის, საპატიო დიპლომიც, რომელიც etaloni.ge-მ ნინო მურვანიძეს მიანიჭა. 

წარმატებულ დირექტორს​ დიპლომი​ საგანმანათლებლო-შემეცნებითმა ვებ-გვერდმა სასკოლო აქტივობა სიახლეების, სკოლის, მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების წარმოჩენისა და ნაყოფიერი თანამშრომბლობისთვის გადასცა.

აღსანიშნავია, რომ ელიტური სკოლა „გორდა“, დირექტორის ხელმძღვანელობით, etaloni.ge-სთან აქტიურად თანამშრომლობს და ცოდნის პოპულარიზაციის საქვეყნო საქმეში ჩვენს გვერდით დგას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203