„ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“- არაშენდის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
22-11-2022
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა და კლასის ხელმძღვანელმა მზია პიტიურიშვილმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე შემეცნებითი ღონისძიებით - „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია“ - აღნიშნეს.  

ღონისძიების მიზანი ადამიანის უფლებების და ტოლერანტობის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქის მთავარი ღირებულების შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.      

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას ადამიანის უფლებების, ტოლერანტობის, ასევე საზოგადოებაში არსებული ფართოდ გავრცელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის პრობლემის შესახებ მოძიებული ინფორმაცია გააცნეს, შემდეგ კი, ამ კუთხით, საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზეც ისაუბრეს.

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ მშობლები, სკოლის დირექცია და პედაგოგები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203