მუხურის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის დღეს საინტერესო შემეცნებითი აქტივობა მიეძღვნა
22-11-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის ამოცანაა აღზარდოს ტოლერანტი მოქალაქე, რასაც პირნათლად ასრულებს. 

16 ოქტომბერს, მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საინტერესო და შემეცნებითი აქტივობა განახორციელეს.

საპრეზენტაციო თემაში წარმოდგენილი იყო ისტორიული რაკურსი, ადამიანთა შორის დისკრიმინაციის სხვადასხვა ფაქტებზე და ასევე აღნიშნული დანაშაულის საპრევენციოდ არსებული სამართლის თანამედროვე ნორმები.

აგრეთვე მოსწავლეებმა პლატფორმა „ფლიქჩატის“ საშუალებით, აღნიშნული თემის საილუსტრაციო ფოტომასალა წარმოადგინეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203