ფანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს
22-11-2022
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. მისი ხელმძღვანელები პედაგოგები - მზიური რატიანის და მანანა ხაჭვანი იყვნენ.
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, იმღერეს, მოაწყვეს შემოდგომის ნობათის გამოფენა, სადაც წარმოადგინეს სხვადასხვა სახის საშემოდგომო მოსავალი. მათ ღონისძიების ბოლოს ჩურჩხელებიც საკუთარი ხელით ამოავლეს.
მას სკოლის პედაგოგები,მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.
„დღეებს ითვლის შემოდგომა და ფანაგის საჯარო სკოლის აღსაზრდელებმა ესთეტიკური საგნების შემოქმედი პედაგოგების, მზიური რატიანისა და მანანა ხაჭვანის ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს საზეიმო ღონისძიება მიეძღვნათ. ღონისძიება ძალიან საინტერესო გამოდგა“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს