მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს ღონისძიება მიუძღვნეს
22-11-2022

წყალტუბოს მუნიპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლაში კულტურული ღონისძიება გაიმართა. 

მეხუთე-მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის იუბილეს აქტივობები მიუძღვნეს. მათ პოეტების მეფის ლექსები წაიკითხეს, მისი ცხოვრების შესახებ ისაუბრეს და უნარები წარმატებით წარმოაჩინეს.

დასასრულს დირექტორის მოადგილე მზია ჟორჟოლიანმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, ბიბლიოთეკარს გულნაზ ნუცუბიძესა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს ლენა უგულავას.

„პოეზიისა და ღვთიური ნიჭის დღესასწსულად იქცა სკოლა. მოსწავლეები სიხარულით, ყვავილებით ხელდამშვენებულნი, შევიდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში. მათ ხომ აქ მასპინძლობდა ყველასათვის საყვარელი, უშურველი ენერგიის მქონე ბიბლიოთეკარი, გულნაზ ნუცუბიძე. ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გალაკტიონის სიყვარულში, რაც ლექსების შემართებითა და მხატვრულად წაკითხვით გამოხატეს. „შენ სივრცეებმა დაგაბინადრეს, შენ უკვდავების ხარ ბინადარი"- ამ მარადუკვდავი სტრიქონებით დასრულდა ეს ზეიმი“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203