დაბა ლენტეხის N1 სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ფრენბურთის შეჯიბრი ჩატარდა
22-11-2022

დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

მათ შორის, 20 ნოემბერს, მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლაში ფრენბურთის შეჯიბრი ჩატარდა. შეჯიბრში ლენტეხის N1, N2, ხოფურის და ჩიხარეშის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

დაძაბულ ბრძოლაში დამსახურებული გამარჯვება ჩიხარეშის საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა. გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო პრიზი.

შეჯიბრის ორგანიზებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეიტანეს N1 და N2 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდის პედაგოგებმა - ელდარ ქურასბედიანმა და მირზა მუსელიანმა, ამისთვის მათ დაბა ლენტეხის N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის.

„სკოლა მადლობას უხდის მათ მოსწავლეთა თვითმმართველობის თანადგომისა და გაწეული შრომისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203