„ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია“ - დილისკის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა საინტერესო აქტივობა 
22-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელშია“ იმუშავეს. ისინი აქტივობაში მონდომებით ჩაერთნენ -  ითამაშეს, იმღერეს და იცეკვეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსაოვრო ფოტოები გადაიღეს.

აღსანიშნავია, რომ კლასი ჰქონდათ მორთული ფერადი ბუშტებითა და სურათებით.

„სკოლის დირექცია კმაყოფილია მე-4 კლასის მოსწავლეების წარდგენით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203