დიდი სამსარის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს
22-11-2022
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი სამსარის საჯარო სკოლის 1-ელი კლასის მოსწავლეებმა მშობლიური ანბანის სწავლა საზეიმო გაკვეთილით დაიწყეს. 

მასწავლებლემა მოსწავლეებს ეს დღე დაუვიწყარ ზეიმად უქცია, „ა“ ასო გააცნო და საინტერესო აქტივობები შესთავაზა. ის პატარებს მიესალმა, მათთან ერთად შეაჯამა წინასაანბანო პერიოდი და ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა. 

პირველკლასელები გაკვეთილის მიმდინარეობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

მასწავლებელსა და მოსწავლეებს სასკოლო საზოგადოება წარმატებულ სასწავლო წელს უსურვებს. 


იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203