წითელსოფლის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე გამოფენა მოაწყვეს
22-11-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეებმა ხელოვნების გაკვეთილზე გამოფენა მოაწყვეს, მათ სხვადასხვა ზღაპრის გმირები დახატეს.
მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.