„ჩემი ოჯახი“- გორელოვკის N3 სკოლის მე-7 კლასში საინტერესო, მიზანზე ორიენტირებული გაკვეთილი ჩატარდა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში რუსული ენის მასწავლებელმა ტატიანა კარევამ საინტერესო, მიზანზე ორიენტირებული, რესურსების გამოყენების მხრივ, მრავალფეროვანი გაკვეთილი ჩაატარა.
გაკვეთილის თემა „ჩემი ოჯახი“ იყო.
მასწავლებლმა მოსწავლეებს გაახსენა რუსული ენისათვის დამახასიათებელი გრამატიკული საკითხი - მდედრობითი, მამრობითი, საშუალო სქესი; მოსიმინეს სიმღერა ოჯახზე; გაიმართა დიალოგები ნაცვალსახელების გამოყენებით.
გარდა ამისა, მოსწავლეებმა წინადადებებში შესაბამისი ნაცვალსახელები ჩასვეს . დაწერეს ესე „ჩემი ოჯახი".
მასწავლებელმა გამოიყენა ინდივიდუალური დავალებები - დიფერენცირებული სწავლება, მოსწავლეთა საჭიროებების, ცოდნის, შესაძლებლობების მიხედვით.
იხილეთ ფოტოები: