მუხურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
22-11-2022

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N1 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აქტიურად აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არ მასწავლებელთა საერთაშორისო დღე ყოფილა. 6 ოქტომბერს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მანანა ხუციშვილის ინიციატივით, სკოლაში პედაგოგთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეებმა პედაგოგებისადმი მიძღვნილი ლექსებითა და მინისპექტაკლის გათამაშებით კიდევ ერთხელ საზეიმოდ აღნიშნეს ეს დღე და მასწავლებლებს შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203