სენაკის N1 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეებმა გორგომიჭელა დაამზადეს
22-11-2022
გენო ადამიას სახელობის ქალაქ სენაკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომასთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობა განახორციელეს.
III კლასის მოსწავლეებმა, ხათუნა მასწავლებლის დახმარებით, გორგომიჭელა დაამზადეს. მათ პატარა ხელებით ამოვავლეს ჩურჩხელები, ბევრი იხალისეს. ფაქტია, რომ მათთვის ეს დღე ტკბილ მოგონებად დარჩება.
„იწურება შემოდგომა. ფარჩის კაბაში გამოწყობილს მოწყენილობა დაეტყო, მაგრამ შემოდგომა რისი შემოდგომაა თუ თავისი კვალი არ დატოვა და ზამთარშიც არ შეგვახსენა თავი. აბა, ახალ წელს, როცა სუფრას თათარათი, ჩურჩხელებით, ჩამიჩით გაალამაზებ ბარაქიანი და ხვავიანი შემოდგომა ხომ გაგვახსენდება .ჩურჩხელასთან ერთად ტკბილი ბებოც, რომელიც შვილიშვილებისთვის სახელდახელოდ ამზადებს გორგომიჭელას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს