ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
22-11-2022

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, სკოლაში საინტერესო ღონისძიება შემოდგომას მიეძღვნა. სკოლის მოსწავლეებმა, საინტერესო და სახალისო აქტივობებით დატვირთული ღონისძიება ჩაატარეს.

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, სიმღერებითა და ცეკვებით გაალამაზეს ღონისძიება, ასევე ისაუბრეს შემოდგომის მახასიათებლებზე.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: 




 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203