ფიროსმანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულის წარმატებით ამაყობს
22-11-2022

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. სწორედ ამის გამოა, რომ კურსდამთავრებულები წარმატებას აღწევენ.

პირველად ფიროსმანის საჯარო სკოლის ისტორიაში, კურსდამთავრებული - თამარ მუკუტაძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა.

მან ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩააბარა და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე მოხვდა.

სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203