დაგვას საჯარო სკოლაში შემოდგომას შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
22-11-2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენას ცდილობენ. 

ამჯერად, დაგვას საჯარო სკოლაში „შემოდგომის ზეიმი“ ჩატარდა. მოსწავლეებმა ღონისძიება გაალამაზეს ლექსებით, სიმღერებით, ცეკვებით.

მათ მიერ შესრულებული ნახატები წელიწადის ამ ულამაზეს დროს მიეძღვნა. 

„ძალიან დიდი მადლობა სკოლის ადმინისტრაციას ორგანიზებისთვის, მოსწავლეებს ამ დღის საუკეთესოდ წარმოჩენისთვის, მშობლებს მხარდაჭერისთვის. მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის. მრავალ შემოდგომას დაესწარით. „შემოდგომა მეორე გაზაფხულია, როცა ყველა ფოთოლი ყვავილია“,- აღნიშნავს სკოლის პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203