გულგულის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
22-11-2022
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძება გაიმართა.

შემოდგომის ზეიმში ყველა კლასი აქტიურად ჩაერთო, მათ მოამზადეს კუთხეები, მორთეს სხვადასხვა ჭურჭელ-სანოვაგით და ტრადიციული სამოსით, თითოეულმა კლასმა წარმოადგინა ორიგინალური და კრეატიული ეტიკეტირებული ღვინოები, სადღეგრძელოები, სიმღერები, ლექსები.

გარდა ამისა, მომზადდა თათარა, ამოავლეს ჩურჩხელები.

„დღე იყო შთამბეჭდავი ხალისიანი. გულგულის საჯარო სკოლაში სტუმრად მოსული შემოდგომა იყო სავსე სილამაზით, სიყვარულით, ხვავით, ბარაქითა და ფერთა გამით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203