ფოთის N7 საჯარო სკოლის III კლასში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა
22-11-2022
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა.

III კლასის პედაგომა ლელა დანელიამ თავის მოსწავლეებთან ერთად, მშობელთა აქტიური ჩართულობითა და მხარდაჭერით, შემოდგომა აღნიშნა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება შემოდგომასავით ფერადი იყო, მის მიმდინარეობაში ყველა დიდი ხალისითა და მონდომებით ჩაერთო.

„საოცრად საინტერესო,ხალისიანი და აქტიური, მოსწავლეები უჩვეულოდ აღფრთოვანებულები და კმაყოფილები იყვენ კონკრეტული დღით, რადგან ისაუბრეს წელიწადის ამ დროზე, იმღერეს და წაიკითხეს ლექსები, გაინაწილეს როლები და დადეგეს მინი სპექტაკლი, მადლობას ვუხდით პედაგოგს ლელა დანელიას ,მოსწავლეებსა და მშობლებს, რადგან სკოლას შეჰმატეს ერთი ხალისიანი და საინტერესო დღე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203