ხაჩკოვის საჯარო სკოლაში შემოდგომას მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა 
22-11-2022

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჩკოვის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები, დირექტორ ლიანა პილტოიანის ხელმძღვანელობით,  მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, 18 ნოემბერს, ხაჩკოვის ​საჯარო სკოლაში გამართული შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“. 

ღონისძიებაში მე-5, მე-6 და მე- 7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს როლები, ცეკვით გამოეხმაურნენ შემოდგომის ბარაქიანობას. სააქტო დარბაზში მოაწყვეს გამოფენა შემოდგომის სურათებით, რომლებიც ამავე კლასის მოსწავლეების ხელით იყო შექმნილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203