ოდიშის N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
22-11-2022

ალექსანდრე საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდიშის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს შესაბამისი აქტივობებით აღნიშნავენ.

გამონაკლისი არც ტოლერანტობის საერთაშორისო დღე იყო. მოსწავლეებმა ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ცოდნა სხვებსაც გაუზიარეს. გარდა ამისა, მათ თემატური ნამუშევრები დაამზადეს.

ღონისძიებას სამოქალაქო განათლების მასწავლებლები - ნონა ხუფენია და ქეთო ბახტაძე ხელმძღვანელობდნენ.

„დღე შემწყნარებლობის, ჰუმანურობის, თანადგომის, სიკეთის, სიყვარულის, მიტევების, მიმღებლობის ეგიდით“- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203