„მშვიდობით, ოქროსფერო შემოდგომავ“- კუჭატნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა
22-11-2022

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში - „მშვიდობით, ოქროსფერო შემოდგომავ“, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, შესაძლებლობები გამოავლინეს და არაჩვეულებრივი სანახაობა გამართეს, რამაც დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

მოსწავლეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს დღე მათ ცხოვრებაში იყო ყველაზე თბილი, ფერადი, ბედნიერი და ღიმილიანი, რომელიც არასდროს დაავიწყდებათ.

„ფეხქვეშ გაფენილმა ბუნებრივმა ხალიჩამ, მისმა საამურმა შარიშურმა, გამაგრილებელი ნიავის ძალით ჰაერში მოფარფატე ფოთლებმა და პატარების მხიარულმა ჟრიამულმა, საოცრად შთამბეჭდავი გახადა ეს დღე.
მოწვეულმა სტუმრებმა კი აღფრთოვანება ვერ დამალეს, მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს და ღონისძიების ორგანიზატორებს და აღნიშნეს, რომ ეს იყო  სითბოს, პატივისცემის ,სიყვარულის და ერთობის შერწყმა წლის ყველაზე ლამაზ და თვალწარმტაც დროსთან, დღე იმედისა და უკეთესი ხვალინდელი დღისა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203