გავაზის საჯარო სკოლის I-IV კლასის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
22-11-2022
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, I-IV კლასის მოსწავლეებმა, მშობლებმა და პედაგოგებმა ულამაზესად წარმოადგინეს ,,ოქროსფერი შემოდგომის“ გაცილება.

მოსწავლეები ღონისძიების მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ, მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს, შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

სკოლაში შემოდგომის ნობათი და შესაბამისი დეკორაცია იყო წარმოდგენილი, რაც საზეიმო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა.

„ტევა არ იყო გოდრებში ჩაყრილი ოქროსფერი ყურძნის, ვაშლის, კომშის და ბროწეულით სავსე კალათების, ნივრის და ხახვის გალების, სომინდისა და ბატიბუტის ტაროების. იქვე თუხთუხებდა ქვაბით თათარა ,იყო ხალხაზე გაკიდული ჩურჩხელები, იყო სიმღერები და ლექსები, იყო ბედნიერება და სიხარული.
შემოდგომა წლის ერთ-ერთი საუკეთესო დროა მთელი თავისი მომხიბვლელობით. ამ დროს ბუნება ხანგრძლივი მუშაობისგან დაღლილ კაცს ჰგავს, რომელსაც ძილი შეჰპარვია, თუმცა დიდი სიხარულის მომტანიცაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203