„ოქროსფერი შემოდგომა“- წინსვლის საჯარო სკოლის ხელოვანი მეორეკლასელები და მათი შემოქმედება
22-11-2022

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას უდიდესი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს თუ აქტივობებს სთავაზობენ და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა-წახალისებას ცდილობენ. 

ამჯერად, საინტერესო შემოქმედებითი აქტივობა მოსწავლეებს პედაგოგმა, მარიამ მიქელაძემ შესთავაზა. მეორეკლასელებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით, „ოქროსფერ შემოდგომას“ ნახატები მიუძღვნეს, ასევე სკოლაში კუთხე მოაწყეს, საშემოდგომო ნობათი გამოფინეს და წარმოადგინეს თუ როგორი ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203