„შემოდგომა მიიწურა“- გოლთეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
22-11-2022
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გოლთეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებასა და განვითარებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ამ მიზნით, მათ პედაგოგები საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, სკოლაში ღონისძიება „შემოდგომა მიიწურა“ ჩატარდა, ის წელიწადის მიმდინარე დროს მიეძღვნა. 

მასში დაწყებითი კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებით, ხალისიტა და ინტერესით ჩაერთნენ, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თამარ აროშიძე, ნანა ბედია და სოფიო ლიპარტელიანი.

„ძალიან მხიარული და ლამაზი ღონისძიება გამოვიდა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203